среда, 19 октября 2016 г.

მეცხრე დღე


გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია,
მივიღე შენიშნვები და რეკომენდაციები კოლეგებისაგან,
განვიხილეთ კოლეგების პროექტები, შევაფასეთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, საბოლოოღ ჩავასწორე და დავხვეწე ჩემი პორტფოლიო.
ამ ტრენინგზე ძალიან ბევრი რამ შევიძინეთ,
 ვისწავლეთ და დავხვეწეთ პროექტზე მუშაობა, რომელსაც კარგად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. ტრენინგი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, დაღლილი პედაგოგებისათვის, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ.                                                                                                                                  


понедельник, 17 октября 2016 г.

მერვე დღე

მერვე დღე
კიდევ ერთხელ დავხვეწე პროექტის გეგმა, შევქმენი და შევაფასე მოსწავლეების ნამუშევრები, გამოვაქვეყნე ჩემი პორტფოლიო, მოვემზადე პრეზენტაციისათვის, დიდი მადლობა ტრენინგის საინტერესოდ წაყვანისათვის.

суббота, 15 октября 2016 г.

მეშვიდე დღე


ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება. გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას. მოვიძიეთ პროექტისთვის საჭირო სურათები და მისი გამოყენება. გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას. სსმ მოსწავლის, არაქართველი და ძალიან ნიჭიერი მოსწავლეების ჩართვას სასწავლო პროცესში.
ყოეველივე ეს გამომადგება სასწავლო პროცესის განხორციელებისას.

მეექვსე დღე


მეექვსე დღე
განვიხილეთ და დავგეგმეთ  შეფასების ცხრილი, გავაანალიზეთ შეფასების ხუთი მიზანი, მოვახდინეთ მათი დალაგება და გამოყენება, შესაბამისად ვიმუშავეთ სურათებზე,გავეცანით და პარალელურ რეჟიმში გავაკეთეთ ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა. დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ.

понедельник, 3 октября 2016 г.

მეოთხე დღე

მეოთხე დღე
განვიხილე შეფასების ფორმები.
ვისაუბრეთ შეფასების 5-მიზანზე.
დავიწყე ჩემიპროექტის პრეზენტაციის შექმნა.
 დავხვეწე  და შეუსაბამე ჩემს პროექტს პრეზენტაციის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

შევავსე ჩემი პროექტის შეფასების დროის ჩარჩო.

მეხუთე დღე


დღეს დავიწყე პროექტის გეგმის პროცედურების დაწერა, გავეცანი საავტორო უფლებებს, რომელთა დაცვით გადმოვწერე ინფორმაცია, გავეცანი ინტერნეტ-კოლაბირაციულ დოკუმენტს.
ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და ჩვენთვის მნიშვნელოვანი.დღევანდელი ტრენინგი დამეხმარება ჩემს მომავალ მუშაობაში.